კალენდარს თუ დავუჯერებთ, ზამთრის პირველი დილაა, ბათუმის ბულვარი კი მზის სხივებით და არაჩვეულებრივი ამინდით ხვდება ვიზიტორებს. პანდემიის პირობებში ბულვარი რჩება საუკეთესო ღია სივრცედ, სადაც დისტანციის და სხვა აუცილებელი რეგულაციების დაცვით ადამიანებს ჯანსაღ გარემოში დასვენება შეუძლიათ.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.