ბათუმის ბულვარი შემოდგომის ყვავილებით გაფერადდება

ბათუმის ბულვარში შემოდგომა-ზამთრის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების დარგვა დაიწყო. მებაღეების მიერ საყვავილე კლუმბებსა და მწვანე სივრცეებში 180 ათასი ძირი პრიმულას, ვიოლას, მიხაკის ჯიშის ახალი ნარგავები ირგვება.

დარგვით სამუშაოებამდე, საყვავილე კლუმბებს მოსამზადებელი სამუშაოები ჩაუტარდა. მოხდა ნიადაგის დამუშავება, გაფხვიერება და სარეველებისგან გაწმენდა. გამწვანებითი ღონისძიებების პარალელურად გასხვლა-ფორმირება, გაზონების გაცელვა, ორგანული სასუქის შეტანა და ხე-მცენარეების ჭიგოებზე აკვრა-შეფუთვის სამუშაოები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ბულვარის მცენარეთა საფარს ახალი კომპოზიციებით შექმნილი საყვავილეები, ტკოპიკული სკვერი და 2000 ძირზე მეტი მრავალწლოვანი ხე-მცენარე შეემატა.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881