გუშინ განვითარებულმა უამინდობამ და ძლიერმა შტორმმა, ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორღით დაფარა.
ძლიერი ღელვის შედეგად სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი.
"აკვაპარკი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდანვე დაიწყო შტორმის შედეგების სრულმაშტაბიანი სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და ბათუმის ბულვარის შესაბამისი სამსახურები.
შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლები ბულვარსა და სანაპირო ზოლს დილის 9 საათიდან ასუფთავებენ. რაც შეეხება, ბულვარის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი არ არის.
სსიპ “ბათუმის ბულვარის“ მობილური ჯგუფები რეგულარულად ახორციელებენ ზღვისპირა პერიმეტრის მონიტორინგს. ამ დროისათვის, ბათუმის ბულვარში ვითარება სტაბილურია. გაწმენდითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.
ბულვარის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სანდასუფთავებისა და სსიპ "ბათუმის ბულვარი"-ს შესაბამის სამსახურებს ოპერატიული მუშაობისათვის.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.