აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ვეტერანთა ტურნირი ჭადრაკში

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი
ვეტერანთა ტურნირი ჭადრაკში

ბათუმის ბულვარის ვეტერანთა კლუბში „ნონა“ ჭადრაკის ტურნირის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ტურნირის გამარჯვებული უხუცესი ვეტერანები, ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მიქელაძემ მედლებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს ატარებს. წელს ჭადრაკის ტურნირი 6 -7 აგვისტოს ჩატარდა, დღეს კი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჭადრაკის ტურნირში მონაწილე ვეტერანთა კლუბის წევრებთან შეხვედრის დროს, ლაშა მიქელაძემ მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა- "უახლოეს დღეებში დაიწყება ვეტერანთა კლუბის კაპიტალური რეაბილიტაცია, რაც ჩვენს ღვაწლმოსილ ვეტერანებს კიდევ უფრო გაუუმჯობესებს კლუბში არსებულ გარემო-პირობებს".

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881