ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლზე ხის ბილიკების განთავსება დაიწყო. ფერადი ბილიკები ანბანის კოშკიდან ჯავახიშვილის ქუჩის ბოლომდე განთავსდება და იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული იქნება. საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში, დაგეგმილია ადაპტირებული საპირფარეშოები და საშხაპეების განთავსება, ასევე ტივტივა ეტლების შეძენა, რომლებიც შშმ პირებს ზღვაში ჩასვლის საშუალებას მისცემს.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.