აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და სსიპ ბათუმის ბულვარმა 2020 წლის 18 ივნისს შუამდგომლობით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ორგანოებს - საკრებულოს და მერიას, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დასაქმებული მცირე მეწარმეებისა და თვითდასაქმებულების განცხადებების საფუძველზე, რომ გაეთვალისწინებინათ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული პანდემიის ფონზე საქართველოში და მათ შორის აჭარის რეგიონში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა და ხელშეწყობის მიზნით მიეღოთ გადაწყვეტილება სსიპ ბათუმის ბულვარის 2019 წლისა და ამჟამად მოქმედი მოიჯარეებისათვის (დაახლოებით 200-დან 300-მდე მცირე მეწარმე თუ თვითდასაქმებულსი), 2020 წლის 01 ნოემბრამდე იჯარის ხელშეკრულებების პირდაპირი განკარგვის წესით გაფორმებაზე.
2020 წლის 30 ივნისს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ორგანოებმა - საკრებულომ და მერიამ, მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და სსიპ ბათუმის ბულვარმა 2020 წლის 18 ივნისს შუამდგომლობით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ორგანოებს - საკრებულოს და მერიას, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დასაქმებული მცირე მეწარმეებისა და თვითდასაქმებულების განცხადებების საფუძველზე, რომ გაეთვალისწინებინათ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული პანდემიის ფონზე საქართველოში და მათ შორის აჭარის რეგიონში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა და ხელშეწყობის მიზნით მიეღოთ გადაწყვეტილება სსიპ ბათუმის ბულვარის 2019 წლისა და ამჟამად მოქმედი მოიჯარეებისათვის (დაახლოებით 200-დან 300-მდე მცირე მეწარმე თუ თვითდასაქმებულსი), 2020 წლის 01 ნოემბრამდე იჯარის ხელშეკრულებების პირდაპირი განკარგვის წესით გაფორმებაზე.
2020 წლის 30 ივნისს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ორგანოებმა - საკრებულომ და მერიამ, მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
✅ გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდება 2019 წელს იჯარით მოსარგებლე და არსებული ხელშეკრულების მქონე პირებისათვის სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს მიერ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით 2020 წლის 01 ნოემბრამდე ვადით უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები) სარგებლობაში გაცემა, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადგენილი ფასის შესაბამისად.
✅ ზემოაღნიშნული საშეღავათო პრობები არ გავრცელდება იმ მოიჯარეებზე, რომლებსაც აქვთ დავალიანება სსიპ ბათუმის ბულვარის წინაშე (გავრცელდება მხოლოდ დავალიანების გადახდის შემთხვევაში), მოიჯარეებზე რომლებზეც სარგებლობის წესით გაცემული იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული/რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა ან/და მისი ნაწილი, ასევე საიჯარო ხელშეკრულებებზე, რომლებიც ითვალისწინებდა შოურუმის მოწყობას.გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდება 2019 წელს იჯარით მოსარგებლე და არსებული ხელშეკრულების მქონე პირებისათვის სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს მიერ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით 2020 წლის 01 ნოემბრამდე ვადით უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები) სარგებლობაში გაცემა, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადგენილი ფასის შესაბამისად.
✅ ზემოაღნიშნული საშეღავათო პრობები არ გავრცელდება იმ მოიჯარეებზე, რომლებსაც აქვთ დავალიანება სსიპ ბათუმის ბულვარის წინაშე (გავრცელდება მხოლოდ დავალიანების გადახდის შემთხვევაში), მოიჯარეებზე რომლებზეც სარგებლობის წესით გაცემული იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული/რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა ან/და მისი ნაწილი, ასევე საიჯარო ხელშეკრულებებზე, რომლებიც ითვალისწინებდა შოურუმის მოწყობას.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.