26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარის რამდენიმე ლოკაცია საქართველოს დროშებითა და 26 მაისის სხვადასხვა სიმბოლოკით მოირთო. აგრეთვე, სკულპტურა "LIBERTE”, ბულვარის ისტორიული კოლონადები და იაპონური ბაღი საქართველოს სახელმწიფო დროშებით გაფორმდა. არდაგანის ტბის ფრანგული მოცეკვავე შადრევნები საქართველოს დროშის ჰოლოგრამით განათდა, სადაც საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.